ჯი ეს ემ ტრანსი არის სატრანსპორტო კომპანია რომელიც ანხორციელებს როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ გადაზიდვებს. ჩვენი კომპანია დაარსდა 2007 წელს და მას შემდეგ გამოირჩევა მაღალი ხარისხის სერვისით, სტაბილურობით და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით. დღესდღეისობით ჩვენ ვანხორციელებთ გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან.
ნებისმიერი სირთულის ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში- ჩვენი ძირითადი საქმიანობის არეალი ევროპა, რუსეთი, უკრაინა ბელორუსია აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთია სადაც ნებისმიერი სირთულის გადაზიდვას ვანხორციელებთ მათ შორის მალფუჭებადი, რეჟიმიანი და საშიში ტვირთების.
კონკურენტუნარიან ფასი- სატრანპორტო სფეროში ფასი მუდმივად იცვლება რადგან ის დამოკიდებულია გარემო პირობებზე , მოთხოვნა მიწოდების მრუდზე, კონკურენტულ ფასთა სხვაობებზე. ჩვენთან თქვენ საუკეთესო ფასის გარანტს იღებთ!
სიმშვიდე - თქვენ ტვირთზე ჩვენ ვიზრუნებთ!
ჯი ეს ემ ტრანსის მთავარი უპირატესობა ჩვენს საკუთრებაში არსებული მანქანებია. დღეისთვის ჩვენი ავტოპარკი 60 ტრაილერს მოიცავს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება რადგან ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გაზრდა და განვითარებაა.
ჩვენ არ ვართ დამოკიდებული სხვა ინდ. მეწარმეებზე და გადაზიდვის შესრულება ჩვენთვის არასდროსაა დამოკიდებული გამართლებაზე ვიშოვით თუ არა მანქანას კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილზე. ჩვენგან შესრულების პირობა ნიშნავს რომ ჩვენი მანქანა მზადაა ტვირთის ასაღებად და თქვენ გაქვთ გარანტია მისი მიღების.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სადაზღვეო კომპანიებთან რათა ტვირთი იყოს დაზღვეული და თქვენ იყოთ გარანტირებული მის უნაკლოდ მიღებაზე.
კომპანია 2007 წელს შეიქმნა ადამიანის მიერ რომლის მთავარი მიზანი მაღალ პროფესიონალური და საიმედო ქსელის შექმნა იყო. მას შემდეგ ჯი ეს ემ ტრანსმა დაასაქმა და კვალიფიკაცია აუმაღლა არაერთ თანამშრომელს რომლებიც წარმატებულად აგრძელებენ ჩვენ ან სხვა კომპანიაში მუშაობას. ჩვენთვის პრიორიტეტი არის მონდომებული და საიმედო კადრები რომლებიც მიზნად ისახავენ წარმატების მიღწევას ამ სფეროში. დღესდღეისობით ჩვენი თანამშრომლები არიან სრულად კვალიფიცირებულნი და გადიან მუდმივ გადამზადებას რათა ფეხი აუწყონ ჩვენს მუდმივად ცვალებად და სირთულეებით სავსე სექტორს. ჩვენ გვაქვს გამოცდილება ყველანაირი სირთულის ტრანსპორტირების. იქნება ეს მალფუჭევადი ,რეჟიმიანი, არაგაბარიტული, სახიფათო თუ ნაკრები ტვირთი.
ჩვენთვის არ არსებობს დასვენების დღეები თუ არასამუშაო საათები. თქვენ ნებისმიერ წუთს შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ტვირთზე. ამაში გვეხმარება GPS სისტემა რომლითაც არის აღჭურვილი ჩვენი ავტომობილები რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის სტატუსის კონტროლის პროცესს.